19 აპრილი 2024,   17:42
ვრცლად
"მიქელანჯელო და სიქსტის კაპელა“ - ეროვნული გალერეა უნიკალურ გამოფენას უმასპინძლებს

"მიქელანჯელო და სიქსტის კაპელა“ - ეროვნული გალერეა ხვალიდან უნიკალურ გამოფენას უმასპინძლებს. რენესანსის ეპოქის იტალიელი მოქანდაკის, მხატვრის, არქიტექტორისა და პოეტის 6 გრაფიკული ნამუშევარი ეროვნულ გალერეაში ორი თვის განმავლობაში დარჩება.

დამთვალიერებელი იხილავს მიქელანჯელოს მიერ სიქსტის კაპელას მოხატულობაზე მუშაობის პერიოდში შესრულებულ გრაფიკულ ნამუშევრებს, მათ შორის ადამის სახისა და სხეულის გრაფიკულ დეტალებს, ასევე ხელის გამოსახულებას.

ფრესკისთვის "ადამის შექმნა", კოლექცია ფლორენციის „კაზა ბუონაროტის“ მუზეუმიდან ჩამოვიდა, რომელიც მიქელანჯელოს სხვა შედევრებთან ერთად, 200-ზე მეტ ჩანახატსა და ხელნაწერს ინახავს.

გამოფენა თბილისში 3 აპრილამდე გაგრძელდება.

დღის ამბები