20 აპრილი 2024,   11:41
ვრცლად
სასამართლოში დღეს განახლდება მეტროში დაკავებულთა პროცესი

საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდება მეტროსადგურ "თავისუფლების მოედნაზე"
წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დაკავებული პირების პროცესი. 4 დღის წინ მოსამართლემ გიორგი სილაგაძე და თეიმურაზ მენაბდიშვილი რადმენიმე საათიანი პატიმრობის შემდეგ, დარბაზიდან გაათავისუფლა.

ადვოკატების მტკიცებით, პროცესზე წარმოდგენილი იქნება დოკუმენტები, რითაც პოლიციელების მიერ განხორციელებული ძალადობა დასტურდება. მისივე თქმით, სილაგაძეს სხვა დაზიანებებთან ერთად, ხელზე პოლიციელის ნაკბენი ქონდა.

"თანამდებობის პირთა განმარტება, თითქოს იყო ხელის შეშლა პოლიციელთა საქმიანობაში, არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, არცერთი მტკიცებულება დღეის მდგომარეობით ამის არ არსებობს. ეს არის მცდელობა კიდევ ერთხელ სამართალდამცველთა მხრიდან, რომ ხელი დააფარონ იმ პირებს, ვინც ძალადობს უდანაშაულო, კანონმორჩილ მოქალაქეებზე," - აცხადებს გიორგი სილაგაძის ადვოკატი მანანა აფხაძე. 

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მალე, გამოძიება პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ძალადობისთვის აღიძრას.

 

დღის ამბები