25 იანვარი 2022,   02:55
ვრცლად
რუსეთი შეშფოთებულია საქართველოს აშშ-სთან და ნატოსთან მზარდი სამხედრო თანამშრომლობით - რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთი შეშფოთებულია საქართველოს შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან მზარდი სამხედრო თანამშრომლობით - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პრაღაში გამართულ აბაშიძე-კარასინის შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ოფიციალური თბილისის მიერ არჩეული კურსი, საერთაშორისო არენაზე კონფრონტაციულ ანტირუსულ ქმედებებთან ერთად, ურთიერთობების ორმხრივი ნორმალიზაციის კუთხით არსებულ მიღწევებს საფრთხის ქვეშ აყენებს," - ნათქვამია საგარეო უწყების ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში. 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პოლიტიკური შეხედულებების სხვადასხვაობის მიუხედავად, საბაჟო შეთანხმების შესრულება მისი პირობების შესაბამისად უნდა მოხდეს. 

მოსკოვი გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ სამხედრო-პოლიტიკური ბლოკები არ მიუახლოვდნენ რუსეთის საზღვრებს. ეს განცხადება კი, თავად გრიგორი კარასინმა უკვე სააგენტო „ტასთან“ ინტერვიუში გააკეთა.

დღის ამბები