25 აპრილი 2024,   15:02
ვრცლად
ბორდისგან დამოუკიდებლად მიღებული მსხვილი ფინანსური გადაწყვეტილებები - აუდიტს საზოგადოებრივ მაუწყებელთან კითხვები აქვს 

აუდიტის სამსახური საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მიერ, დამოუკიდებლად მიღებული მსხვილი ფინანსური გადაწყვეტილებების შესახებ და ბორდის დამოუკიდებლად სახელფასო ბიუჯეტის ზრდაზე საუბრობს.

უწყების მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში საუბარია 2015-2016 წლებზე და ნათქვამია, რომ არხის სახელფასო ბიუჯეტი თითქმის მილიონ 200 ათასით იქნა გაზრდილი ისე, რომ ბორდს არ დაუმტკიცებია.

აუდიტის სამსახურის დასკვნას ეხმაურებიან ოპოზიციაში. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მაუწყებელში არსებულ რამდენიმე პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას.

„ხშირ შემთხვევაში ბორდის დაკომპლექტება გარკვეულ პოლიტიკურ პარიტეტებზე ხდებოდა. შესაძლებელია ეს გარკვეულად პოლიტიკური გადაწყვეტილებაც იყო თავის დროზე, რომ ვიღაცისთვის რაღაც მეტი სარგებელი ჰქონოდათ. თუმცა, სანამ ვერ გავიგებთ ვინ არის ეს პიროვნება, ცოტა რთულია დასკვნების გაკეთება. მოვითხოვდი აუდიტის სამსახურისგან, რომ ამის გარდა, ცოტა უფრო სერიოზულ საქმეებსაც ჩაეძიოს,“ - განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, დიდუბის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი ჭანტურიამ.

მაუწყებლის მიერ ექსპრემიერ ივანიშვილის დაკვეთების შესრულებაზე საუბრობენ „ევროპული საქართველოს“ წევრები.

„ეს ვითარება გარკვეულწილად არის ამ ინსტიტუციისთვის ბუნებრივი, იმიტომ, რომ როდესაც ასრულებ ერთი კაცის, ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას, ამას აქვს ფასი. ოღონდ ამას იხდის არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ ჩვენი საზოგადოება,“ - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი.

აუდიტის სამსახურს კითხვები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილ წევრზე 5 თვის განმავლობაში გაცემულ ხელფასზეც აქვს.

დღის ამბები