ხულოში დიდთოვლობის შედეგების სალიკვიდაციო შტაბი შეიქმნა. ადგილზე არსებული ვითარება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მოინახულა. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზის გაწმენდა. თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 1 მეტრს აჭარბებს.
უხვი ნალექის გამო მუნიციპალიტეტის არცერთ ბაღში სააღმზრდელო პროცესი არ განახლებულა - სასწავლო პროცესი შეწყვეტილია 33-ე საჯარო სკოლაშიც.
უამინდობამ ხულოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც აბონენტთა დიდი ნაწილი დენის გარეშე იყო დარჩენილი.