20 აპრილი 2024,   11:53
ვრცლად
პრეზიდენტმა თუ დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია ალბათ, ნაადრევად - გიორგი გახარია

„ჩვენ გვაქვს გეგმა და კონკრეტული შეთავაზება საკანონმდებლო ცვლილებით ნარკომოხმარების მიმართულებით კანონმდებლობა როგორ გახდეს უფრო ჰუმანური და აქ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ,“ - ასე აფასებს შს მინისტრი გიორგი გახარია პრეზიდენტის ინიციატივას.

პრეზიდენტის ინიციატივით შეწყალების წესი იცვლება. ცვლილება ძირითადად ორ მიმართულებას ეხება, ნარკოტიკულს და ეკონომიკურ დანაშაულს.

მინისტრის თქმით, ნარკომომხმარებლების მიმართ ჰუმანური ნარკოპოლიტიკა უკვე ამოქმედებულია.

„ჩვენი ჰუმანურობა არ უნდა გახდეს რისკის შემქმნელი წახალისების მიმართულებით,“ - განაცხადა მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, არ იცის თუ დაიწყო პრეზიდენტმა წინასაარჩევნო კამპანია.

"შეიძლება დაიწყო, შეიძლება არ დაიწყო, არ ვიცი, არ მინახავს ეს განცხადება, თუ დაიწყო არ ვიცი, ალბათ, ნაადრევად დაიწყო," - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

დღის ამბები