20 აპრილი 2024,   03:35
ვრცლად
თურქეთში მორიგი სარაკეტო იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა

თურქეთში მორიგი სარაკეტო იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. დაიბომბა სირიის საზღვართან მდებარე ქალაქები - კილისი და რეიჰანლი. ჭურვები საცხოვრებელ კვარტალში ჩამოვარდა და რესტორანსა და საცხოვრებელ სახლებს დაეცა.

თურქეთის სამხედრო მეთაურობაში აცხადებენ, რომ იერიში აფრინის რეგიონიდან განხორციელდა, სადაც ოფიციალური ანკარა უკვე 12 დღეა სამხედრო ოპერაციას ატარებს.

თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ რეგიონში ჯარი 20 იანვარს შეიყვანა. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდორანმა სამხედროებს აფრინსა და მანჯიბის რაიონებში ქურთი მებრძოლების განადგურება დაავალა, რომელსაც ოფიციალური ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს.

გენშტაბის ინფორმაციით, ოპერაციის ფარგლებში უკვე 823 ტერორისტია ლიკვიდირებული. თავის მხრივ, ქურთი მებრძოლები აცხადებენ, რომ თურქეთის არმიის შეტევას მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება.

დღის ამბები