23 აპრილი 2024,   16:41
ვრცლად
ფრანგი სამართალდამცველების მობილიზება კალეში - მიგრანტების ბანაკში არალეგალებს შორის დაპირისპირება მოხდა

კალეში ფრანგი სამართალდამცველების მობილიზებაა გამოცხადებული, სადაც მიგრანტების ბანაკში არალეგალებს შორის დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ავღანეთიდან და ერითრეიდან დევნილი მიგრანტები დაუპირისპირდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტი საკვების დარიგების დროს მოხდა. ისმოდა სროლის ხმაც.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად 20-მდე ადამიანი დაშავდა. ძალოვანების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში 5 ადამიანია გადაყვანილი, მათგან 4-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

დღის ამბები