18 აპრილი 2024,   20:56
ვრცლად
დონალდ ტრამპი FBI-ს ღიად დაუპირისპირდა

დონალდ ტრამპი ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს ღიად დაუპირისპირდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა FBI და იუსტიციის დეპარტამენტი საგამოძიებო პროცესების პოლიტიზებაში დაადანაშაულა. Twitter-ის სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპი წერს, რომ ორივე უწყება დემოკრატების სასარგებლოდ მუშაობს.

ამერიკის კონგრესმა შესაძლოა, რესპუბლიკელების სკანდალური დოკუმენტი გამოაქვეყნოს. საუბარია საიდუმლო მასალებზე, რომელიც ამტკიცებს, რომ ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ ტრამპის გუნდის წევრებზე თვალთვალის ორგანიზების დროს უფლებამოსილებას გადაამეტა და პრეზიდენტის გარემოცვის მიმართ მიკერძოებულიც იყო.

დემოკრატების შეფასებით, საიდუმლო ანგარიშის გამოქვეყნება მიმართულია რუსულ კავშირებზე მიმდინარე გამოძიების განადგურებისკენ, რასაც სპეცპროკურორის რობერტ მალერის, შემდეგ კი ფედერალური საგამოძიები ბიუროს დირექტორის გადადგომაც მოყვება. 

დღის ამბები