20 აპრილი 2024,   05:19
ვრცლად
ორი მოსწავლის დაჭრაში ბრალდებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა

ორი მოსწავლის დაჭრაში ბრალდებულ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება საქაალქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

ბრალდების მხარე 31 იანვრის ღამეს წითელ ბაღში მომხდარ დაპირისპირებაში ბრალდებულისთვის პატიმრობას, დაცვის მხარე კი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. შესაბამისად, სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა გაითვალისწინა.

ცნობილი გახდა, რომ წარდგენილი 117-ე მუხლი - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, განზრახ მკვლელობის მცდელობით გადაკვალიფიცირდა. პროკურროის განმარტებით, ბრალის დამძიმება მათ მიერ საქმეში წარდგენილმა ახალმა მტკიცებულებებმა, რასაც ბრალდებულის ადვოკატი არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას აპირებს. 

„პრაქტიკულად, მან დააპატიმრა ბავშვი, რომელიც სწავლობს მე-12 კლასში წარჩინებით, ემზადება ეროვნული გამოცდებისთვის. ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაუსაბუთებელი იყო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ,“ - განაცხადა ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები