
თურქეთში მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა. სამართალდამცველებმა სტამბოლში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 82 ადამიანი დააკავეს. რეიდები ერთდროულად 16 მისამართზე განხორციელდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულთაგან 5 თურქეთის, 77 კი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული მასალებიც იპოვეს.
გამოძიების ვარაუდით, დაკავებულები სტამბოლში თავდასხმების მოწყობას დაჯგუფების სახელით აპირებდნენ.