26 ოქტომბერი 2020,   11:21
ვრცლად
საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს კერძო ტელეკომპანიების წარმომადგენლები აფასებენ

საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესების განსახილველად სამოქალაქო სექტორსა და საზოგადოების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრაზე, საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებთან ერთად, "მაუწყებლის შესახებ" კანონპროექტზეც ისაუბრეს, რომელსაც პრეზიდენტმა ვერო დაადო და ჯერ კიდევ განხილვის საგანია.

შეხვედრაზე კერძო სექტორის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ასევე სამოქმედო გეგმა დასახეს.

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის იურისტი, თამთა მურადაშვილი, ამ შეხვედრას მიესალმება და აღნიშნავს, რომ დღეს აღნიშნული საკითხების გამოსწორების გზებზე ისაუბრეს.

ტელეკომპანია კავკასიას გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, აღნიშნავს, რომ "საზოგადოებრივ მაუწყებელში არის რეალური კრიზისი".

რეგიონული მაუწყებლობის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ნათია კუპრაშვილი, საზოგადოებრივ მაუწყებელში სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოვლენილ ფინანსურ დარღვევებზე ისაუბრა.

კუპრაშვილის თქმით, აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ბორდის მხრიდან შესაბამისი მეთვალყურეობა არ ხორციელდება და არ არის ჩართული საზოგადოებრივი მაუწყებლის უკეთ ფუნქციონირებაში.

აუდიტის სამსახურმა თქვა, რომ შესყიდვები არ ხორციელდება სწორედ, არცერთი დადებითი დასკვნა არ არის შესყიდვებთან დაკავშირებით, არის საეჭვო პროცედურებით დახარჯული თანხები. აუდიტის სამსახურმა თქვა, რომ სარეკლამო პოლიტიკა არ გააჩნია, საერთოდ სტანდარტები არ აქვს დადგენილი ფასის წარმოქმნა როგორ ხდება,“ - განაცხადა ნათია კუპრაშვილმა. 

დღის ამბები