19 აპრილი 2024,   20:17
ვრცლად
რაც ხდება სახელმწიფოსა და საზოგადოებაში, ის ხდება სკოლაში, გაცილებით უფრო კრისტალიზებული სახით - ნინო გოგუაძე

„რაც ხდება სახელმწიფოსა და საზოგადოებაში, ის ხდება სკოლაში გაცილებით უფრო კრისტალიზებული სახით,“ - ეს განცხადება თავისუფალიდემოკრატების პოლიტიკური მდივანმა, ნინო გოგუაძემ, საჯარო სკოლებში გახშირებულ დანაშაულთან დაკავშირებით განსხვავებულ აქცენტებში საუბრისას გააკეთა. 

მისი თქმით, თუნდაც, დღევანდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში ოპონენტები ერთმანეთს არა არგუმენტებით, არამედ შეურაცხყოფის მიყენებით უპირისპირდებიან.

„თუ დებატების ეს ფორმა პოლიტიკოსებისთვის, ასეთი უკულტურო ურთიერთობები ადამიანის განადგურების, ღირსების შემლახველი მოპყრობა შეიძლება, იყოს პოლიტიკური ხრიკი, ბავშვები ამას ღებულობენ, როგორც ნორმას და პოლიტიკოსებს ავიწყდებათ, რომ ბავშვები ამით ნამდვილად ცხოვრობენ, ნამდვილად იმეტებენ ერთმანეთს და ნამდვილად ძალადობენ ერთმანეთზე,“ - განაცხადა გოგუაძემ.

ნინო გოგუაძემ აღნიშნა, რომ პირველ და ორ დეკემბერს თბილისსა და ზუგდიდში არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირება ყველასთვის იმის მანიშნებელი უნდა ყოფილიყო, რომ ეს ეპიდემიასავით გავრცელდებოდა.

ნინო გოგუაძის თქმით, განათლების მინისტრს ანტიკრიზისული გეგმა დაუყოვნებლივ უნდა შეემუშავებინა.

„არ ჩანს განათლების მინისტრი, მგონი სულ ორჯერ გამოჩნდა. არადა, თითქმის, ყოველდღიურად ინფორმაციას უნდა გვაწვდიდეს და უნდა ჰქონდეს მთელი ნაბიჯები დაგეგმილი, რადგან ეს ძალიან კომპლექსური საკითხია,“ - აცხადებს ნინო გოგუაძე.

დღის ამბები