24 აპრილი 2024,   02:06
ვრცლად
რელიგიის სწავლება გვქონდა და ეს იწვევდა სერიოზულ კონფლიქტებს - განათლების სპეციალისტი

განათლების სპეციალისტი, რევაზ აფხაზავა, რელიგიის ისტორიის სწავლებასთან დაკავშირებით განსხვავებული აქცენტების ეთერში საუბრობს. მისი თქმით, რელიგიის ისტორია ისწავლება ისტორიასთან ერთად და ცალკე საგნად გამოყოფის აუცილებლობას ვერ ხედავს.

„დღეს რა პოლემიკაც ატყდა, არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, ჩემი აზრით, იმიტომ, რომ ნებისმიერი ახალი საგნის შემოტანა არჩევითი იქნება ეს თუ სავალდებულო, მკაფიოდ არგუმენტირებული უნდა იყოს,“ - განაცხადა რევაზ აფხაზავამ.

რევაზ აფხაზავა აცხადებს, რომ რელიგიების სწავლებისთვის სახელმწიფო კარგად უნდა მოემზადოს, რადგან ამ მხრივ საქართველოს ძალიან ცუდი გამოცდილება აქვს.

„ამის არც რესურსი გაგვაჩნია, არც კარგი გამოცდილება გაგვაჩნია და არც ინფორმაცია გაგვაჩნია. ძალიან ცუდი გამოცდილება გაგვაჩნია, ის, რომ ჩვენ ძალიან კარგად უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ ჩვენ ვართ მრავალეროვანი, მრავალკონფესიური, არამარტო მრავალ რელიგიური, არამედ ქრისტიანობის ბევრი დენომინაციაც არსებობს საქართველოში და სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებიც არიან და ჩვენს შიგნით, რელიგიის სწავლება გვქონდა და ეს იწვევდა სერიოზულ კონფლიქტებს და კონფლიქტები ჩვენი მოქალაქეების შიგნით ვის აწყობს, ამაზე კარგად უნდა დავფიქრდეთ,“ - განაცხადა რევაზ აფხაზავამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ რატომ არ ხმარდება ეს რესურსი სხვა საგნების სწავლების გაძლიერებისთვის.

დღის ამბები