25 აპრილი 2024,   21:02
ვრცლად
კიევი მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზადება

კიევი მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზადება. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და უკრაინის ოპოზიციური ძალები იმპიჩმენტის მარშზე შეიკრიბებიან.

საპროტესტო მსვლელობა პოროშენკოს და მისი გარემოცვის წევრების გადადგომის მოთხოვნით, ადგილობრივი დროით, 12 საათზე ტარას შევჩენკოს მოედანიდან დაიწყება და მაიდანზე "სახალხო შეკრებით" გაგრძელდება.

დღევანდელი მარში ბოლო თვენახევრის განმავლობაში სააკაშვილის მხარდამჭერების პირველი აქცია იქნება.

საპროტესტო გამოსვლების განახლების შესახებ მიხეილ სააკაშვილმა განცხადება სააპელაციო სასამართლოში გააკეთა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სააპელაციო სასამართლომ ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება გააუქმა და მიხეილ სააკაშვილს შინა პატიმრობა მიუსაჯა.

უკრაინული ოპოზიციის ლიდერის განცხადებით, "იმპიჩმენტის მარში" პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და ყოველ კვირას უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში გაიმართება.

დღის ამბები