20 აპრილი 2024,   07:54
ვრცლად
თურქეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

თურქეთის ქალაქ იზმირში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია გამოძიებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, 32 წლის ქალმა და 43 წლის მამაკაცმა ქალაქ სამსუნში ოთხი სახლი გაქურდეს და 15 ათასი თურქული ლირა, ოქროულობა, ორი კომპიუტერი და დიდი რაოდენობით მაჯის საათები წაიღეს.

საქართველოს მოქალაქეების იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების საშუალებით მოხდა. ისინი იზმირის ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს. გავრცელებული ცნობით, სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთებიც ამოიღეს.

დაკავებულებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.

დღის ამბები