25 აპრილი 2024,   19:18
ვრცლად
თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა უწყებას სასამართლოს სამივე ინსტანცია მოუგეს

თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა უწყებას სასამართლოს სამივე ინსტანცია მოუგეს, თუმცა სამინისტრო მათ აღდგენას დღემდე აჭიანურებს. ისინი დარწმუნებული არიან, რომ მათი გათავისუფლება უკანონო იყო და სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მათ თანამდებობებზე აღდგენას გულისხმობს, აუცილბელად უნდა შესრულდეს.

თავდაცვის უწყების ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათ ნაცვლად სამინისტროში კადრები პარტიული ნიშნით დაასაქმეს.

ნეპოტისტური სქემებით ხდებოდა თანამშრომლების დანიშვნა, მათ შორის პოლიტიკური პარტიის წევრების და მინისტრთან დაახლოებული პირების. ჩვენ ხელში ჩაგვივარდა ეს ნეპოტისტური სქემები, რეაქცია ის იყო, რომ საქმე შეეკერათ ჩვენს წინააღმდეგ და შემდგომ მოხდა ჩვენი გაშვება," - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა ბექა ქირიამ. 

დღის ამბები