19 აპრილი 2024,   12:45
ვრცლად
ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია - დაკავებულია 1 პირი

თბილისში, ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია. დაკავებულია ერთი პირი. დღეს ამ და სხვა გახსნილ საქმეებზე შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა.

შსს-ის ცნობით, ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცავებმა ის რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს.

„დაკავებულმა, მიმდინარე წლის 4 თებერვალს თბილისში, ჭოლა ლომთათიძის ქუჩაზე, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ნაცნობს - 1980 წელს დაბადებულ დ.ქ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა,“- განაცხადა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მამუკა ჭელიძემ.

გამოძიება განზრახ მკვლელობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები