25 აპრილი 2024,   02:49
ვრცლად
"ეს ვიზიტი არის ჩემი, როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი"-აშშ-ში მყოფი გიგი წერეთელი მაღალი რანგის შეხვედრებს მართავს

აშშ-ში მყოფი საქართველოს დელეგაციის წევრები  დამოუკიდებელ შეხვედრებს მართავენ. მათ შორის არის გიგი წერეთელი, რომელიც შეხვედრებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის რანგში ატარებს. ის შეხვდა ამერიკელ სენატორებს და კონგრესმენებს, რომლებიც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში სპეციალური წარმომადგენლები არიან ტრეფიკინგის, ანტისემიტიზმის და რასიზმის წინააღმდეგ საკითხებში. შეხვედრები გაიმართა ეროვნულ დემოკრატიული და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან. ასევე გიგი წერეთელი დაესწრო უსაფრთხოების კონფერენციას, რომელიც შეერთებული შტატების სენატში შედგა.

„ეს ვიზიტი არის ჩემი, როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი შესაბამისად ეხება იმ საკითხებს, რაც არის ეუთო-ს ყურადღების ცენტრში. უპირველეს ყოვლისა, ეს არის უსაფრთხოების საკითხები,“-განაცხადა გიგი წერეთელმა. 

დღის ამბები