25 აპრილი 2024,   10:36
ვრცლად
ანა დოლიძე ცდილობს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი ჩაშალოს - დიმიტრი გვრიტიშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების განცხადებით, ანა დოლიძე დაუსაბუთებელ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, რისი მიზეზიც მათი მხრიდან დოლიძის აცილების დაყენება გახდა. საბჭოს მოქმედმა წევრმა და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, რევაზ ნადარაიამ ანა დოლიძის აცილება მოითხოვა, ანა დოლიძის აცილება დღეს კიდევ ხუთმა მოსამართლემ მოითხოვა.

"ჩავთვალე, რომ მისი განცხადება პოლიტიკურ შინაარსს ატარებდა. თუ უშულოდ გაინტერესებთ, ეს არის საკითხი ნარჩენებთან დაკავშირებით, მე განვაცხადე აცილება-მოტივები დავასაბუთე და საბჭომაც დააკმაყოფილა ჩემი პოზიცია,“ - ამბობს მოსამართლე ნუგზარ მგელაძე.

იმ მოსამართლეთა ნაწილი, რომელმაც დოლიძის აცილება მოითხოვა, ფიქრობს, რომ პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი მიზანმიმართულად ცდილობს ჩაშალოს მოსამართლეთა უვადო გამწესების პროცესი.

"იგი ამ ქმედებებით ცდილობს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი ჩაშალოს,“ - ამბობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი.

დღის ამბები