20 აპრილი 2024,   13:16
ვრცლად
დონალდ ტრამპმა პენტაგონს სამხედრო აღლუმის დაგეგმვა დაავალა

დონალდ ტრამპმა პენტაგონს სამხედრო აღლუმის დაგეგმვა დაავალა. თეთრი სახლის ინფორმაციით, თავდაცვის უწყება უკვე შეუდგა თარიღებზე მუშაობას. საზეიმო სამხედრო აღლუმის ჩატარების იდეა პრეზიდენტს საფრანგეთში ვიზიტის შემდეგ გაუჩნდა.

დონალდ ტრამპი შარშან ზაფხულს, ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიას მეუღლესთან ერთად დაესწრო და სანახაობით ძალიან მოიხიბლა. ფრანგების მსგავსი აღლუმის ჩატარების ინიციატივა პრეზიდენტმა პენტაგონის წარმომადგენლებს თეთრ სახლში ორი კვირის წინ გამართულ შეხვედრაზე გააცნო.

ამ შეხვედრას კი ვიცე პრეზიდენტი, თავდაცვის მდივანი და გენერალური შტაბის უფროსი ესწრებოდნენ. ამერიკული პრესა წერს, რომ საზეიმო აღლუმის სავარაუდო თარიღად ამერიკის დამოუკიდებლობის დღე, 4 ივლისი სახელდება.

დღის ამბები