19 აპრილი 2024,   21:55
ვრცლად
ბრედ პიტი ავარიაში მოყვა

ბრედ პიტი ავარიაში მოყვა. შემთხვევა ლოს-ანჯელესში რამდენიმე დღის წინ მოხდა, თუმცა, მისი ამსახველი ფოტოები ინტერნეტით დღეს გავრცელდა.

ჰოლივუდის ვარსკვლავი, რომელიც ტესლას მარკის ავტომობილს მართავდა, მეორე მოძრავ მანქანას შეეჯახა, რომელმაც, თავის მხრივ, კიდევ ერთი, გაჩერებული ავტომობილი დააზიანა.

ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, ბრედ პიტი ორივე მანქანის მძღოლს გაესაუბრა.

მედიის ცნობით, 54 წლის მსახიობი ამ დროისთვის ყოფილი მეუღლის ანჯელინა ჯოლის მეზობლად ცხოვრობს, თუმცა, წყვილი ერთმანეთს არ ხვდება.


დღის ამბები