
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამოღებულია რამდენიმე შეკვრა ჰეროინი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.