16 აპრილი 2024,   11:20
ვრცლად
„ფიფას“ მსოფლიო თასი თბილისშია

„ფიფას“ მსოფლიო თასი თბილისშია - ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე პრესტიჟული თასი მთელი დედამიწის გარშემო მოგზაურობს. „ფიფას“ გადაწყვეტილებით თასი 51 ქვეყანას ესტუმრება. საქართველოში ფეხბურთის ერთგვარი სიმბოლო მსოფლიო ჩემპიონმა, ფრანგმა კრისტიან კარამბემ და „ფიფას“ წარმომადგენლებმა საგანგებო თვითმფრინავით ჩამოიტანეს, რომელიც კომპანია „კოკა კოლას“ ფერებშია შეფუთული.

„კოკა კოლა“ „ფიფას“ ოფიციალური პარტნიორი და აღნიშნული ტურნეს ერთ-ერთი ორგანიზატორია. 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით მსოფლიო ჩემპიონობისთვის 32 ქვეყნის საფეხბურთო ნაკრები იბრძოლებს. „ფიფას“ გადაწყვეტილებით, მსოფლიო თასის ტური სწორედ მომავალ ჩემპიონატს ეძღვნება.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მსოფლიო თასი „თბილისი მოლში“ განათავსეს, დაახლოებით, 5 საათის მანძილზე ნებისმიერ მსურველს შეეძლო თასის ნახვა და სამახსოვრო ფოტოების გადაღება.

მსოფლიო თასის ტური თბილისში სასტუმრო „ბილტმორში“ საზეიმო მიღებით დასრულდა. გვიან ღამით ელიტური ჯილდო აზერბაიჯანში გაემგზავრება. 

ტური პლანეტის 6 კონტინენტის 50-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს და ცხრა თვის განმავლობაში 126 000 კილომეტრს გაივლის.

დღის ამბები