20 აპრილი 2024,   14:29
ვრცლად
გარდაბნის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ წევრი დააკავეს

გარდაბნის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ წევრი დაკავებულია. გამოძიება გიორგი ძმანაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

არაოფიციალური ინფორმაციით, საქმე წინა მოწვევის საკრებულოში ძმანაშვილის საქმიანობას უკავშირდება. ის მიწის ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარე იყო, რა დროსაც უცნობ პირს მიწის ნაკვეთი სავარაუდოდ, უკანონოდ გადასცა.

გავრცელებული ინფორმაციით, საკრებულოს დაკავებული წევრი გარდაბნის მერის, რამაზ ბუდარაშვილის ნათესავია. 

დღის ამბები