19 აპრილი 2024,   01:21
ვრცლად
პრემიერმა სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიღება გამართა

საქართველოს პრემიერმინისტრმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით პროფესორ-მასწავლებლებს, აკადემიური წრეების წარმომადგენლებსა და უცხოელ სტუმრებს ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლა.

გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენმა უდიდესმა მეცნიერებმა თავიდანვე გაითქვეს სახელი მთელს მსოფლიოში და უნივერსიტეტი ჭეშმარიტად ჩვენი ქვეყნის სახედ აქციეს. დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღირსეულად აგრძელებს იმ საქმეს, რომლისთვისაც დიდმა ივანე ჯავახიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა უდიდესი შრომა გასწიეს. საქართველოს ყოველთვის ჰყავდა საერთაშორისო აღიარების გამოჩენილი მეცნიერები და მე ნამდვილად მჯერა, რომ ჩვენი უნივერსიტეტი კიდევ მრავალ მეცნიერს შემატებს მსოფლიო სამეცნიერო ელიტას,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

დღის ამბები