20 აპრილი 2024,   19:34
ვრცლად
სააკაშვილი მზად არის მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებზე უკრაინის კანონმდებლობით აგოს პასუხი

მიხეილ სააკაშვილი მზადაა მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებზე უკრაინის კანონმდებლობით აგოს პასუხი. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთარ Facebook-ის გვერდზე წერს, რომ საქართველოში ექსტრადირებაზე აქტიური საუბარი იური ლუცენკომ მას შემდეგ დაიწყო, რაც მის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალებისა და რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე ჩაიშალა. მისი თქმით ბრალდების მხარეს მოწმეები არ ჰყავს .

„უკრაინის ხელისუფლებაში დამნაშავეების ჯგუფი დგას, რომელსაც არ შეუძლია არ მოიპაროს და ტყუილი არ თქვას. ლუცენკო იმეორებს, რომ სატელეფონო ჩანაწერში, რომელიც ჩემ წინააღმდეგ ბრალდების მხარეს მტკიცებულებად აქვს წარმოდგენილი, სააკაშვილისა და კურჩენკოს ხმები ისმისო. ის არ ამბობს, რომ ეს მათი საუბარია, რადგან პროკურატურამ ჩანაწერის ექსპერტიზა სპეციალურად არ ჩაატარა. ხელისუფლება მსგავს თამაშებს მანამდე გააგრძელებს, სანამ ამის საშუალებას მივცემთ.

"ჩვენ გვეუბნებიან, დაველოდოთ მორიგ არჩვენებს, რომელიც დაახლოებით, წელიწადნახევარში გაიმართება. უკრაინას არ აქვს დასაკარგი დრო. ჩვენ გვაქვს კონკრეტული პროგრამა, რომლის მიხედვითაც, უახლოეს წლებში უკრაინაში ვითარების შეცვლა არის შესაძლებელი. 18 თებერვალს, იმპიჩმენტის მარშის შემდეგ, ჩვენ მივაწოდებთ მოსახლეობას ინფორმაციას ჩვენი გეგმების შესახებ,“ - აღნიშნა სააკაშვილმა.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ექსტრადირების შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა. პარალელურად, მიხეილ სააკაშვილი მომხრეებთან შეხვედრებს აგრძელებს.

კიევში გამართულ ყრილობაზე "ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერმა პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, 18 თებერვალს მასშტაბური მარში დააანონსა.


 

დღის ამბები