25 აპრილი 2024,   07:31
ვრცლად
არასამთავრობოები შრომითი უსაფრთხოების კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებას ითხოვენ

პროფკავშირული ორგანიზაცია ”სოლიდარული ქსელი” და არასამთავრობო ორგანიზაციები შრომითი უსაფრთხოების კანონპროექტის შესახებ სპეციალური განცხადებით პარლამენტსა და მთავრობას მიმართავენ.

ისინი შესაბამისი კანონის რაც შეიძლება დაჩქარებული წესით მიღებას ითხოვენ, რადგან, მათი თქმით, რეგულაციების არარსებობა დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებებს საფრთხეს უქმნის.

სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ კანონპროექტის ახალი ვერსია ბევრად ეფექტური უნდა იყოს.

არასამთავრობოები ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეგულაციად დამსაქმებლებისთვის ადეკვატური სანქციების დაწესებას ასახელებენ.

დღის ამბები