18 აპრილი 2024,   20:58
ვრცლად
პაატა ბურჭულაძის მოწმის სახით დაკითხვა საქალაქო სასამართლოში დასრულებულია

პაატა ბურჭულაძის მოწმის სახით დაკითხვა საქალაქო სასამართლოში დასრულებულია. ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელს, გამომძიებლები მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, დაახლოებთ 6 საათის განმავლობაში კითხავდნენ. საქმე ეხება ფონდის მიერ დიდი ოდენობით თანხის მითვისება-გაფლანგვას.

ბურჭულაძემ დაკითხვის შემდეგ კომენტარი არ გააკეთა, მხოლოდ ის აღნიშნა, რომ საქმეში პოლიტიკური დაინტერესება იკვეთება, თუმცა კონკრეტულად, თუ ვისი მხრიდან, ამასთან დაკავშირებთ ის არ საუბრობს.

"ნათელია, რომ ეს არის შეტევა სულ სხვა მხრიდან. ფონდი „იავნანა“ არის ერთადერთი ისეთი ორგანიზაცია, რომელსაც ანალოგი არ აქვს მსოფლიოში,“ - განაცხადა ბურჭულაძემ.

ასევე, ამბობს, რომ შეკითხვების უმრავლესობა მისი სხვა ქვეყნებში გამგზავრების მიზეზებს უკავშირდებოდა.

განცხადება საქმესთან დაკავშირებით გააკეთა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა. 

„გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ საქმეს გააჩნია პოლიტიკური შემადგენელი ნაწილი, მაგრამ ვფიქრობთ, რომ მივა გონივრულ გადაწყვეტილებამდე ხელისუფლება, პროკურატურა და ამ საქმეს დახურვას,“ - განაცხადა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა.

პროკურორ მაია ჯვარშეიშვილის განცხადებით, არსებობს კითხვები, რასთან დაკავშირებითაც ამომწურავი პასუხები ვერ მიიღეს.

„გამოძიებას ჰქონდა კითხვები, რა მიზნობრიობა აკავშირებდა ფონდის დამფუძნებელს, ბატონ პაატა ბურჭულაძისა და მისი მეუღლის მგზავრობა დაფინანსებულია ფონდის ხარჯებით, წლების განმავლობაში და ეს თანხები არის 700 ათასი ლარზე მეტი,“ - აცხადებს პროკურორი.

შეგახსენებთ, რომ ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა.

საოპერო ვარსკვლავი მოწმის სახით ფონდის მიერ დიდი ოდენობით თანხის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე იკითხება. პაატა ბურჭულაძის თქმით, „იავნანაში“ არავითარი დარღვევა არ არსებობს.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები