20 აპრილი 2024,   13:38
ვრცლად
„საზოგადოებრივი საზოგადოებას“ - მაუწყებლის რეფორმირებისთვის ახალი კამპანია დაიწყო

„საზოგადოებრივი საზოგადოებას“ - მაუწყებლის რეფორმირებისთვის ახალი კამპანია დაიწყო. სამოქალაქო სექტორი და საზოგადოების წარმომადგენლები ერთად გეგმავენ არხზე არსებული პრობლემების მოგვარებას. დღეს მათ 6-პუნქტიან გეგმა გაასაჯაროვეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური მაუწყებელში არსებულ კრიზისზე პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გიორგი კვირიკაშვილს შევხვდეთ და ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რომელიც დაგროვდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მან აიღოს ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე აღნიშნავს, რომ რამდენიმე გადაცემა ისე ჩაეშვა ეთერში, რომ ბიუჯეტში არ იყო ასახული.

მწერალი, ლაშა ბუღაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას აკრიტიკებს.

„სირცხვილია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰყავდეს ასეთი ხელმძღვანელი და ასეთი ხელმძღვანელობა და სირცხვილია, რომ ამდენი მილიონის პირობებში, კიდევ ამდენ ფულს ითხოვდნენ დამატებით ეს ადამიანები, რისთვის? ტუალეტები არ გაურემონტებიათ, დღემდე იმავე ჭაობში და უკაცრავად, ფეკალიებში არიან, როგორც პირდაპირი მნიშვნელობით, ასევე ვერბალური და მენტალური თვალსაზრისით,“ - განაცხადა ბუღაძემ.

პოეტი, პაატა შამუგია აღნიშნავს, რომ დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი კონკრეტულ კლანს ეკუთვნის და არა საზოგადოებას. 

დღის ამბები