20 აპრილი 2024,   04:16
ვრცლად
საჯარო ბაღებში ხელმეორედ გაყინული და ეტიკეტშეცვლილი თევზი შეიტანეს

საჯარო ბაღებში ხელმეორედ გაყინული და ეტიკეტშეცვლილი თევზი შეიტანეს. ამის შესახებ სკოლამდელი აღზრდის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს ფოტომასალა გაავრცელა.

სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ ამ პროცესში ბაღების დირექტორები მონაწილეობდნენ. მათ დაავალეს ბაღებში შეტანილი თევზის ხელმეორედ ეტიკეტირება. როგორც "კურიერისთვის" ცნობილი გახდა, ბაღებიდან აღნიშნული საკვები არ ამოუღიათ და ის ბავშვების მენიუში მოხვდა.

„ბატონმა ადიკომ, მისთვის გასართობი თემაა, მესმის, გაუგზავნა წუნდებული, ვადაგასული პროდუქტი, ჭამისთვის უვარგისი ბავშვებს, მაგრამ ამ დროს დირექტორებმა რა ქნეს, თუ შეასრულეს მისი მოვალეობები, თუნდაც, ბავშვების წინაშე, თუ დაამზადეს და აჭამეს ბავშვებს,“ - განაცხადა "სკოლამდელები-ჩვენი მომავლის" წარმომადგენელმა, ინგა კალანდაძემ.

დღის ამბები