24 აპრილი 2024,   04:03
ვრცლად
საჯარო ბაღებში ხელმეორედ გაყინული და ეტიკეტ შეცვლილი თევზის შეტანა საკრებულოში განიხილეს

თბილისის საკრებულოში საჯარო ბაღებში ხელმეორედ გაყინული და ეტიკეტ შეცვლილი თევზის შეტანასთან დაკავშირებით იმსჯელეს.

სკოლამდელი აღზრდის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს ფოტომასალა გაავრცელა, რომლის მიხედვითაც საჯარო ბაღებში ხელმეორედ გაყინული და ეტიკეტ შეცვლილი თევზი შეიტანეს. სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ ამ პროცესში ბაღების დირექტორები მონაწილეობდნენ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, 2017 წლის 31 აგვისტოს გამოშვებული თევზი შეიტანეს ბაღებში და დირექტორებს ეტიკეტებზე ახალი წარწერების გაკეთება სთხოვეს. 

თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა განაცხადა, რომ ეტიკეტირების დამატება მოხდა და ეს ფაქტი ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის.

„სულელური საქციელი იყო „ნილისგან“ და ბევრ სულელურ საქციელებსაც აკეთებს, ამასაც გეტყვით, რა თქმა უნდა, ღვინის იმაში, რომ შეფუთა, არც ჩვენ გაგვიხარდა, მაგრამ არანაირი საფრთხე ამაში არ არსებობს... ძველი ეტიკეტი არ იყო, ორჯერ მოხდა, ფხები გამოაცალეს, შემდგომ ფილეების ხელახალი გაყინვა მოხდა, წესები მოითხოვს, რომ ორივე აღწერილი ყოფილიყო. დაავიწყდა იმ უბედურს და იმეილით გაუგზავნა, დაინგრა ქვეყანა?" - განაცხადა ილია ელოშვილმა.

სპეციალისტების თქმით, თევზის ხელმეორედ გაყინვა დაუშვებელია. ბაღებში მომხდარ ფაქტს კი სურსათის ეროვნული სააგენტო შეისწავლის.

ამავე თემაზე
დღის ამბები