18 აპრილი 2024,   13:58
ვრცლად
თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდა ქართველების მხრიდან და გახშირებული კრიმინალი ევროპაში - შეფასებები ოპოზიციაში

ევროპაში, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის და კრიმინალური შემთხვევების გაზრდასთან დაკავშირებით, შეფასებები გაკეთდა საპარლამენტო ოპოზიციაში.

ოპოზიციის წევრები განმარტავენ, რომ ამ ყველაფრის უკან მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონი დგას, რომელიც ქვეყანაშია.

”ნაციონალური მოძრაობის“ წევრის,  სამადაშვილის თქმით, ქვეყანაში მძიმე ეკონომიური ფონის გამო, საქართველოს მოქალაქეები იძულებულები არიან სხვა ქვეყნებში წავიდნენ.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ორგანიზებული დანაშაულის პრობლემა ამ ქვეყანაში უკვე გახდა ევროპული მასშტაბის პრობლემა. მეორე, რაც შეეხება მიზეზს მიგრაციის, ეს არის რა თქმა უნდა ეკონომიკური ვითარება ქვეყანაში, ადამიანები ვერ პოულობენ სამუშაო ადგილებს, ამიტომ უწყვეტ გამგზავრება სხვა ქვეყნებში და შესაბამისად, ამის ერთ-ერთი შესაძლო მოგვარების გზა არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება შეეცადოს მიიღოს მოკლე ვადიანი, სამუშაო უფლება ჩვენი მოქალაქეებისთვის ევროკავშირში. თუმცა, ეს არ არის დღევანდელი ხელისუფლების პრიორიტეტი და ისინი ამისთვის არაფერს არ აკეთებენ,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ამ თემაზე განცხადება გააკეთა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმაც.

„ევროპული საქართველო ვაფრთხილებდით ამ მთავრობას, რომ ესეთი დამოკიდებულება კრიმინალთან გამოიწვევდა პრობლემებს ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც,“ - განაცხადა კანდელაკმა.

მისი თქმით, სხვა ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდა, გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის მხრიდან არის გამოწვეული.

„თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის გაზრდაც, გაუარესებული ეკონომიკური ვითარებით არის გამოწვეული ქვეყნის შიგნით, რაც ასევე „ქართული ოცნების“ „ეკონომიკურ სფეროში არაკომპეტენტური საქმიანობის ბრალია,“ - ამბობს კანდელაკი.

დღის ამბები