23 აპრილი 2024,   13:19
ვრცლად
აფგან მუხთარლის საქმე - ირაკლი კობახიძეს თბილისიდან გატაცებული ჟურნალისტის შესახებ განმარტებები აშშ-ში მოსთხოვეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე საერთაშორისო პარტნიორების წინაშე თავის მართლება უწევს. განმარტებები თბილსის ცენტრიდან გატაცებული ჟურნალისტის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეერთებულ შტატებში უკვე მოსთხოვეს.

ტრამპის ადმინისტრაციის წევრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმით დაინტერესდნენ. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ აფგან მუხთარლის ბოლო განცხადებები და ბრალდებები მისთვის საეჭვოა და ის გამოძიების დასრულებას ელოდება.

მმართველი გუნდის წევრები აფგან მუხთარლის „კურიერთან“ მიცემული ინტერვიუს გამო აკრიტიკებენ. მათთვის გაუგებარია, რატომ ადანაშაულებს საქართველოს მთავრობასა და ყოფილ პრემიერს დედაქალაქიდან გაუჩინარებული ჟურნალისტი.

ოპოზიცია კი მომხდარის გამო პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას კვლავ ითხოვს. ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ გამოძიება დაუსრულებლად გაგრძელდება და სიმართლე არ გაირკვევა.

არასაპარლამენტო ოპოზიცია კი პასუხის გაცემას არაფორმალურ მმართველისგან მოითხოვს.

აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრიდან ზაფხულში გაიტაცეს. ჟურნალისტი მაშინვე ამტკიცებდა, რომ ამ საქმეში ქართული სპეცსამსახურები იყვნენ ჩართულნი.

„კურიერთან“ საუბრისას კი მან საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლება ფარულ გარიგებაში დაადანაშაულა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები