26 იანვარი 2022,   03:31
ვრცლად
ჟენევის სასამართლომ ივანიშვილის ბანკირი დამნაშავედ სცნო

ჟენევის სასამართლომ დამნაშავედ ცნო Credit Suisse Group AG-ის ყოფილი ბანკირი, პატრის ლესკადრონი, რომელსაც ბრალად ედებოდა მაქინაციები, რომელთა განხორციელების შედეგად მის კლიენტებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს 143 მილიონი შვეიცარიული ფრანკის (152 მილიონი დოლარი) ოდენობით ზარალი მიადგათ.

ამის შესახებ ინფორმაციას ბლუმბერგი ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ჟენევის სასამართლომ პარასკევს პატრის ლესკადრონს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

მიუხედავად იმისა, რომ ლესკადრონი უარყოფდა უკანონო გარიგებებიდან რაიმე სარგებლის მიღებას, მოსამართლემ 54 წლის ბანკირი დამნაშავედ ცნო და განაცხადა, რომ ამ ოპერაციების შედეგად მან 30 მილიონი ფრანკი მიითვისა.

ლესკადრონი 2015 წლის იანვარში დააკავეს, მას შემდეგ რაც პროკურორებმა დაიწყეს იმის გამოძიება, თუ როგორ აწარმოებდა ის უკანონო შესყიდვებს და აყალბებდა დოკუმენტაციას, რათა დაემალა მისი კლიენტების დანაკარგები.

ლესკადრონის ქმედებებისგან დაზარალებული 6 კლიენტიდან ერთ-ერთი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილია.

სასამართლომ ლესკადრონს 130 მილიონი შვეიცარიული ფრანკის ოდენობით ზიანის ანაზღაურება და კლიენტებისთვის კომპენსაციის სახით 22 მილიონი შვეიცარიული ფრანკის გადახდა დააკისრა.

 

 

 

დღის ამბები