19 აპრილი 2024,   08:50
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილმა კიევში საცხოვრებელი შეიცვალა

მიხეილ სააკაშვილმა კიევში საცხოვრებელი შეიცვალა და ქალაქის ცენტრიდან მოშორებით გადავიდა. 

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად სააკაშვილმა ხუთვარსკვლავიან სასტუმრო Fairmont-თან განუცხადა.

„თუ გაინტერესებთ, როგორ მდიდრულად ვცხოვრობ, ვცხოვრობ ოროთახიან ბინაში 22-ე სართულზე ცენტრიდან შორს, მოსკოვის მოედანთან,“ - განაცხადა სააკაშვილმა კითხვის საპასუხოდ, თუ ამ სასტუმროში რას აკეთებდა. 

მისი თქმით, სასტუმროში „სერიოზულმა უცხოელმა სტუმრებმა ჩაის დასალევად დაპატიჟეს".

რაც შეეხება საცხოვრებელ ბინას, სააკაშვილი ამბობს, რომ „ყველაფრის შემდეგ, პრეზიდენტობის შედეგად, ფული დავაგროვე იმისთვის, რომ ოროთახიანი ბინა მექირავებინა. კოსტელნაიადან უკვე გადავედი, რადგან ეს იყო ოფისი და იქ ვეღარ გავაგრძელებდით ცხოვრებას“.

 

დღის ამბები