16 აპრილი 2024,   19:34
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, ნოდარ გუგეშაშვილის სავარაუდო მკვლელმა საქართველო დატოვა

შვილის მკვლელობის თვითმხილველი და ერთადერთი მოწმე, დოდო გუგეშაშვილი, გამომძიებლებმა შესაძლოა, დღეს დაკითხონ.

მხედრიონის ყოფილი ლიდერი რეანიმაციიდან პალატაში ჯერ არ გადაუყვანიათ. თუმცა ექიმები ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, ზუსტად როდის იქნება შესაძლებელი გუგეშაშვილის დაკითხვა.

დოდო გუგეშაშვილი ისევ საძილე პრეპარატების ზემოქმედების ქვეშაა და ჯერ ისევ არ იცის შვილის დაღუპვის ამბავი. 

სამართალდამცავებს დოდო გუგაშაშვილის შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის, მკვლელი ჯერ არ დაუკავებიათ. 

კურიერის ცნობით, სავარაუდო დამნაშავემ საქართველო დატოვა, თუმცა, შესაბამის უწყებებს აღნიშნული ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებიათ. 

 

დღის ამბები