10 თებერვალი 2025,   00:04
ვრცლად
როგორც კი გაყალბებას დაიწყებს პოროშენკო, ყველა პოლიტიკური ძალა აუცილებლად გაერთიანდება - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, კიევში არსებულ მდგომარეობაზე განსხვავებული აქცენტების ეთერში საუბრობს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და არ დაუშვებენ, რომ ის დააკავონ.

„პირად რეიტინგებში მაქვს ზუსტად იმდენი, რამდენიც პოროშენკოს, სადავოის, ყველას გვაქვს თანაბარი საწყისი პირობები. იმავე გამოკითხვებში, 43 პროცენტი უჭერს მხარს ჩვენს მოთხოვნებს და 37 არ უჭერს, ეს არის მთავარი,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკრაინის სხვა ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„ყველა პარტიის წარმომადგენელი ჩვენთან გამოდის, იგივე სობოლევი, იგივე ლევჩენკო, იგივე ტიმოშენკო, ლუცენკო და სხვა ახალგაზრდა დეპუტატები, ეს ერთი,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ენმ-ის გაძლიერებასა და უკრაინაში მის პარტიას შორის პარალელი გაავლო და აღნიშნა, რომ თავიდან ნაციონალურ მოძრაობასთან შედარებით სხვა პარტიების რეიტინგი უფრო მაღალი იყო.

"როგორც კი გაყალბებას დაიწყებს პოროშენკო და ის აუცილებლად დაიწყებს გაყალბებას, აუცილებლად, ყველა პოლიტიკური ძალა გაერთიანდება," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები