17 აპრილი 2024,   00:42
ვრცლად
სააკაშვილის განცხადებით, ექსტრადირების შემთხვევაში, ის ორივე ქვეყნის ინტერესების დასაცავად იბრძოლებს

„მე არასდროს არ მიბრძოლია ჩემი პოლიტიკური მომავლისთვის. თუ მიბრძოლია, მას მხოლოდ ვუკავშირებ ჩემი ქვეყნის მომავალს,“ - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინიდან საქართველოში შესაძლო ექსტრადირების შემთხვევაში მის სამომავლო გეგმებზე გააკეთა.

განსხვავებული აქცენტებისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ის ორივე ქვეყნის ინტერესებისთვის იბრძოლებს.

„ამ ქვეყანას მართავენ ოლიგარქები და ამ ქვეყანას ჰყავს ერთი მტერი, პუტინი,“ - აცხადებს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის ნაციონალური მოძრაობის ყოველდღიურ მართვაში არ მონაწილეობს.

დღის ამბები