20 აპრილი 2024,   18:32
ვრცლად
ოჰაიოს შტატის ქალაქ ვესტერვილში ორი სამართალდამცველი მოკლეს

ოჰაიოს შტატის ქალაქ ვესტერვილში ორი სამართალდამცველი მოკლეს. უცნობმა მამაკაცმა პოლიციის ოფიცრებს ცეცხლი დანაშაულის ადგილზე მისვლისთანავე გაუხსნა. სამართალდამცველები ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტის საფუძველზე გამოიძახეს. საპასუხო სროლის დროს დაიჭრა თავად თავდამსხმელიც.

ეჭვმიტანილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაღუპული სამართალდამცველების ოჯახებს პრეზიდენტმა ტრამპმა ტვიტერის სოციალურ ქსელში მიუსამძიმრა.

დღის ამბები