23 ნოემბერი 2020,   23:18
ვრცლად
სამართალდამცველებმა საქართველოს რამდენიმე რეგიონში ქურდობის ბრალდებით 8 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის ბრალდებით 8 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, დამნაშავეები 1-დან 5 თებერვლის ჩათვლით პერიოდში აიყვანეს. 

სამართალდამცავებმა ბათუმში ერთი, თბილისში ორი, გორსა და კახეთში თითო-თითო, ხოლო მცხეთა-მთიანეთში სამი პირი დააკავეს. გურიაში ქურდობის ფაქტზე მხილებულია ერთი არასრულწლოვანი.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულთა შორის არის საქართველოს ფოსტის საერთაშორისო საფოსტო გზავნილების გაცვლის ცენტრის დახარისხების ოპერატორი, რომელიც ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული პირი მოქალაქეების კუთვნილ ამანათებსა და მცირე პაკეტებს რამდენჯერმე ფარულად დაეუფლა.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყველა აღნიშნულ ქურდობის ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

დღის ამბები