23 აპრილი 2024,   19:30
ვრცლად
სამხრეთ კორეაში ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება

უკვე რამდენიმე დღეა სამხრეთ კორეაში ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება. სეულის ქუჩებში დღეს ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა.

დემონსტრანტებმა აქციაზე ნახევარკუნძულის ერთიანი დროშა დაწვეს, რომლითაც ორი ქვეყნის ოლიმპიური ნაკრებები ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე წარდგნენ.

მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. ზამთრის ოლიმპიადაზე დასასწრებად სამხრეთ კორეაში ოფიციალური ფხენიანის 22-კაციანი დელეგაცია იმყოფება, მათ შორის, კიმ ჩენ ინის დაც.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის შემდეგ მას ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საგანგებო ბანკეტზე უმასპინძლა.

დღის ამბები