24 ნოემბერი 2020,   00:15
ვრცლად
არიზონას შტატში ავიაკატასტროფის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა

ავიაკატასტროფა არიზონას შტატში. დიდი კანიონის ეროვნულ პარკში ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელიც ლას ვეგასიდან ტურისტულ რეისს ასრულებდა.

ბორტზე სულ 7 ადამიანი იმყოფებოდა, კატასტროფის შედეგად 3 მათგანი დაიღუპა, 4 კი მძიმედ დაშავდა.

ძლიერი ქარის გამო ეროვნული პარკიდან დაშავებულების დროული ევაკუაცია ვერ მოხერხდა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა, ავიაკატასტროფის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

დღის ამბები