20 აპრილი 2024,   18:24
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსეთში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს

რუსეთში მომხდარ ავიაკატასტროფას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეხმაურება. გიორგი კვირიკაშვილი სამძიმრის წერილს ავრცელებს, სადაც ნათქვამია: 

„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ მოსკოვთან მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც 71 მგზავრის დაღუპვა მოჰყვა. საქართველოს მთავრობის სახელით სამძიმარს ვუცხადებ და თანავუგრძნობ რუს ხალხს, დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს და ამ განსაცდელისას გამძლეობას ვუსურვებ მათ,“-ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

კომპანია "სარატოვის ავიახაზების" კუთვნილმა ლაინერმა კატასტროფა გუშინ, მოსკოვის აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში განიცადა.

ამავე თემაზე
დღის ამბები