ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რეგიონში შეერთებული შტატების პოლიტიკამ მარცხი განიცადა. ჰასან როუჰანი სიტყვით თეირანის ცენტრალურ მოედანზე გამოვიდა, სადაც 1979 წლის ისლამური რევოლუციის წლისთავისადმი მიძღვნილი მასშტაბური მსვლელობა მოეწყო.
მიმართვის დროს ირანის ლიდერს სირიაში, ირანულ ობიექტებზე განხორციელებული ავიაიერიშები არ უხსენებია, თუმცა ისრაელიც და შეერთებული შტატებიც შეთქმულებასა და რეგიონის ქვეყნების ერთიანობის დარღვევის მცდელობაში დაადანაშაულა.