26 აპრილი 2024,   00:35
ვრცლად
ე.წ. ციანიდის საქმე - სააპელაციო სასამართლო განაჩენს დღეს გამოაცხადებს 

სააპელაციო სასამართლო დღეს ე.წ. ციანიდის საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს. მსჯავრდებული დეკანოზის ადვოკატების თქმით, იმ მტკიცებულებების გათვალისწინებით, რაც მათ წარადგინეს, მამა გიორგი უნდა გამართლდეს. 

გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, უფლებადამცველები ზემდგომ ინსტანციას მიმართავენ. არ არის გამორიცხული სარჩელი მათ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც შეიტანონ.

„თუ ის მიიღებს გადაწყვეტილებას და თავისი განაჩენით ძალაში დატოვებს ბესიკ ბუგიანიშვილის განაჩენს, შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში მართლმსაჯულება არ აღსრულდა. ეს იქნება იმის ნიშანი, რომ მოსამართლეები და სასამართლო არ არის დამოუკიდებელი.  ყველა ეს მტკიცებულებები პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს არის შეთითხნილი, გარკვეული პირთა მიერ დაგეგმილი, ძალიან უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი,“-განაცხადა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

მამა გიორგი მამალაძეს საქალაქო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დღის ამბები