19 აპრილი 2024,   13:54
ვრცლად
დოდო გუგეშაშვილის აზრით, დამნაშავეს მისი მოკვლა ჰქონდა დაგეგმილი - ადვოკატი

დოდო გუგეშაშვილი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მხედრიონის ყოფილმა ლიდერმა ჯერ კიდევ არ იცის შვილის გარდაცვალების ამბავი.

მომხდარის ერთადერთი მოწმე გამოძიებამ გუშინ პირველად დაკითხა. მძიმედ დაჭრილი დოდო გუგეშაშვილი გამომძიებლებს ჩვენებას 5 საათის განმავლობაში აძლევდა.

ცნობილი გახდა, რომ მისი შვილი, სავარაუდოდ, დაგეგმილი მკვლელობის მსხვერპლი გახდა. გუგეშაშვილების ადვოკატის თქმით, მას გამომძიებლები დაუკავშირდნენ და გაუთქმელობის ხელწერილი დააწერინეს. 

როგორც ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი აცხადებს, დოდო გუგეშაშვილის აზრით, დამნაშავე  არა მისი შვილის, არამედ მის მკვლელობას დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა. 

„ორი ადამიანი, რომელიც დაელაპარაკა, საერთო9 ნაცნობები დაუსახელა და რაღაც საერთო საქმე შესთავაზა, რომელიც 3-4 თვის შუალედით ხვდებოდა და ესაუბრებოდა, ეს არ არის ნდობაში შესვლა, ეს არის ჩვეულებრივი ნაცნობობა. იყო მიზანი, რომ მასთან ნაცნობობა დაემყარებინა, რომ მისი მოკვლის საშუალება ჰქონოდა. დოდო არ ფიქრობს და ერთი წუთითაც არ ივლებს თავში, რომ მისი შვილი გარდაცვლილია. სამწუხაროდ, დღეს ან ხვალ ეტყვიან და დიდი შოკი მოელის,“- განაცხადა ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები