19 აპრილი 2024,   09:31
ვრცლად
ოლიმპიური ქალაქი პარალიზებულია - ფიონჩანგს ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს

ოლიმპიური ქალაქი პარალიზებულია - ფიონ-ჩანგს ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს. ძლიერმა ქარმა ოლიმპიურ პარკში კონსტრუქციები წააქცია, არიან დაშავებულებიც. ჟურნალისტების ინფორმაციით, ერთ-ერთი კონსტრუქციის ფრაგმენტი 6 წლის ბავშვს დაეცა.

ადგილზე სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული. ისინი ხალხს შენობებში შესვლას ურჩევენ. მეტეოროლოგების პროგნოზით, უამინდობა სანაპირო ზონაში მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება. ორგანიზატორები იძულებულები გახდნენ სპორტული შეჯიბრებები გადაედოთ. ვარაუდობენ, რომ შეწყვეტილი ღონისძიებების ჩატარება ხვალიდან განახლდება.

დღის ამბები