18 აპრილი 2024,   05:28
ვრცლად
ოზურგეთი-ლანჩხუთის საავტომობილო გზის მონაკვეთი გადაკეტილია

ოზურგეთი-ლანჩხუთის საავტომობილო გზა სოფელ ნინოშვილის მონაკვეთზე ამ წუთებში გადაკეტილია. მიზეზი დიდი სატვირთო მანქანების გადაადგილებაა.

მოსახლეობა ამბობს, რომ ეს საცხოვრებელ სახლებს აზიანებს და მათი უსაფრთხოებისთვის საშიშია.

ადგილობრივები ალტერნატიული გზის მოძებნას ითხოვენ.

„ამხელა მანქანები დადის, ჯერ გზები ისპობა, მერე ჩვენი სახლები ზარალდება,“- განაცხადა ერთ-ერთმა მცხოვრებმა, ნაზი ჩხარტიშვილმა.  

დღის ამბები