20 აპრილი 2024,   16:29
ვრცლად
სამი დაშავებული - აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს შესასვლელთან ცეცხლი გახსნეს

უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული მერილენდში, სადაც ცოტა ხნის წინ სროლა იყო.

მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ტერიტორიაზე მოხდა.

გავრცელებული ცნობით ცეცხლი შუა ხნის მამაკაცმა უწყების შესასვლელში გახსნა, შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ეჭვმიტანილი კი დაკავებულია. ოფიციალური პირები დეტალების და დაშავებულთა რაოდენობის შესახებ არ საუბრობენ. ცნობილია, რომ მომხდარს ფედერალური საგამოძიებო ბიურო შეისწავლის.

"FBI"-ის თანამშრომლები ადგილზე უკვე გაიგზავნენ. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია დონალდ ტრამპი. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ პრეზიდენტი გამოძიების პირველად შედეგებს ელოდება.

დღის ამბები